დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრედნების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ონლაინ პლატფორმების, სოციალური ქსელების აქტიური მართვა და კონტენტის დაგეგმვა, ყოველდღიური განახლება;
** კატეგორიების მენეჯერებისგან მიღებული პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება, დამუშავება;
** მომზადებული კონტენტზე, რომელიც მოიცავს ვიზუალურ მასალას, შესაბამისი ტექსტის შექმნა;
** პროდუქტისა და ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად კონტენტის შექმნა და პოსტების გამოქვეყნება;
** შექმნილი პოსტების რეკლამირება საჭირო აუდიტორიის მიმართ, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება;
** კამპანიის ფარგლებში თემატური პოსტების მომზადება;
** პოსტის მომზადების შემდეგ, ფეისბუქის გვერდზე განთავსება და საჭიროების შემთხვევაში, მისი რეკლამირება;
** ფეისბუქის გვერდების მონიტორინგი და მომხმარებლის ჩართულობის შეფასება (ლაიქები, კომენტარები, გაზიარებები);
** მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედია პლატფორმების ცოდნა;
** სასურველია ფოტო/ვიდეო დამუშავების საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა,
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კრეატიული აზროვნების და კონტენტის შექმნის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DzRNXYz4Ld
|
|
|
|