დასახელება:
სერვისის მენტორი
|
მომწოდებელი:
ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"GMT/HOSPITALITY" - ადგილი სადაც ინოვაცია შთაგონებულია ტრადიციით, აერთაინებს რამდენიმე ტიპის ობიექტს: სახაბაზოს "პური გულიანი", " პური გულიანი" ექსპრესს, გასტრონომიულ დუქანს "რიგი" და კომპლექსს "ფუნიკულიორი".
GMT/HOSPITALITY ეძებს კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ, ლიდერული თვისებებით გამორჩეულ სერვისის მენტორს.
სამუშაოს მიზანი:
სერვისის მენტორის მიზანია, გაუწიოს პროფესიული სწავლება და მენტორინგი ახალ და მოქმედ თანამშრომლებს, უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მომსახურება და ხელი შეუწყოს სერვისის მუდმივ გაუმჯობესებას სწავლებისა და პრაქტიკის საფუძველზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი თანამშრომლების მიღება და სწავლის პროცესის კოორდინაცია;
** სწავლების სტანდარტის გეგმის შედგენა/ შესრულება, გაწერილი გრაფიკისა და თემატიკის შესაბამისად;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმების შედგენაში მხარდაჭერა;
** რეგულარული one-on-one შეხვედრების ჩატარება და პროგრესის მონიტორინგი;
** გუნდის წევრების საქმიანობის დაკვირვება და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** რთული ან არასტანდარტული მომხმარებლის შემთხვევების მართვის სწავლება;
** მომხმარებელთა უკმაყოფილების შემთხვევების ანალიზი და პერსონალის სწავლებაში გამოყენება;
** თანამშრომელთა შესრულების შეფასება მენტორის როლის ფარგლებში;
** სერვისის ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შეთავაზება;
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და პოზიტიური გუნდის კულტურის გაძლიერება;
** ორგანიზაციის ღირებულებების და სერვისის ხედვის პოპულარიზაცია გუნდში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში სერვისის მაღალ პოზიციებზე;
** სასურველია სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ან მომსახურების სფეროში გავლილი გადასამზადებელი კურსები;
** უპირატესობად ჩაითვლება მენტორობის ან ტრენერის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება;
** ლიდერობის და გუნდის მოტივაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა;
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
თუ გსურს გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და ხედავთ თქვენს თავს მენტორის პოზიციაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gmtgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|