დასახელება:
ადმინისტრაციული პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში ადმინისტრაციული პროექტების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური:
** ორგანიზაციაში სხვადასხვა პროექტების ინიციირება და ადმინისტრირება, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და კომუნალური ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით;
** ენერგო ეფექტურობის პროექტებში ჩართულობა (მათ შორის BMS სისტემის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და მართვა);
** კომუნალური ხარჯების მონიტორინგი, ანალიზი და მონაცემების შესაბამის ფილიალებთან გადაცემა;
** ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესებში მონაწილეობა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
** შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული პროექტების კოორდინაცია, მიმდინარეობის მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
** ადმინისტრაციული პროექტების ინიციირება და მართვა;
** პროექტის ფარგლებში გუნდთან და დამკვეთთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, შემაჯამებელი რეპორტების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებებისfollow up &აღსრულება;
** პროექტის წარმატებით დასრულება, სასურველი პროდუქტის მიღება წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტს ფარგლებში.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე, ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1850
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|