Робота для біженців з України
ტრეიდ მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრეიდ მარკეტერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ტრეიდ მარკეტერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მარკეტინგსა და პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით, გსურს ჩაერთო პროდუქტების განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება ტრეიდ მარკეტინგის აქტივობებში;
** მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
** სავაჭრო ქსელებთან და მათ კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის რეალიზების წერტილებში მერჩენდაიზინგის ინიცირება და აღსრულების კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზების წერტილებში პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი;
** ტრეიდ მარკეტინგის გუნდის (სუპერვაიზერი, მერჩენდაიზარების და პრომო-კონსულტანტები) მართვა;
** სხვადასხვა სახის გამოფენებზე და ღონისძიებებზე ბრენდის ინტეგრირება, გაყიდვების წერტილების კოორდინაცია და ტრეიდ აქტივობების დაორგანიზება და კონტროლი;
** სხვადასხვა ტრეიდ აქტივობების განსახორციელებლად სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** გაყიდვების ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
** ტრეიდ მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ინტერპეტაციისა და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობით;
** კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები ;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** ძლიერ გუნდთან მუშაობისა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
** საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტრეიდ მარკეტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე