Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიდერ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "ლიდერ დეველოპმენტი" - აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ლიდერ დეველოპმენტი სამშენებლო ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და უკვე 5 მიმდინარე დიდი პროექტი აქვს. მშენებლობები მიმდინარეობს როგორც თბილისის გარე, ასევე ცენტრალურ უბნებში. კომპანიას უკვე ჰყავს 700-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი და ეს რიცხვი მხოლოდ მზარდია. ჩვენი გუნდი აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ინჟინრებსა და სხვა, პროექტებისთვის მნიშვნელოვან პროფესიონალებს. ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ დიზაინისა და კომფორტის სინერგია, რომელიც თანამედროვე ადამიანისა და ოჯახების სურვილებსა და საჭიროებებს სრულად მოერგება. ჩვენი პრიორიტეტია მაცხოვრებლის კომფორტი, გარემოსა და ლანდშაფტთან ვიზუალური სიმბიოზი, დიზაინის სრულყოფა და მინიმალიზმით მაქსიმალური ეფექტის სმიღწევაა. ყველა პროექტი უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, რაც დაცულობისა და სიმყარის გარანტია. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს არაერთი პროექტის განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების დადგენილი ნორმების და წესების უზრუნველყობა, საქართველოს კანომდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედით.
** შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენა.
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება.
** სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი.
** კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა.
** საგანგებო სიტუაციების მართვა.
** სწავლების, ტრენინგების და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პუნქტუალურობა.
** გამართული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება - 2 500 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე