Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648367&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: თიბისი კონცეპტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"თიბისი კონცეპტის" კაფე აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

მზარეული
ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყოველდღიურ პროცედურებში, მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტის შემადგენლობებისა და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** მაღალი ხარისხის, გემოსა და ვიზუალის მქონე კერძების მომზადება;
** საკვების დახარისხების, შენახვის უზრუნველყოფა, წესების მიხვედით;
** სამზარეულოში არსებული სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე/დღეში 8 +1 საათი
ანაზღაურება: 1400 ლარი (Net)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** კვებას;
** ფიტპასს;
** პროფესიულ განვითარებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია