Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648366&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: თიბისი კონცეპტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"თიბისი კონცეპტის" კაფე აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.
კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებას.

მზარეულის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, მონაწილეობა მიიღოს სამზარეულოს ყოველდღიურ პროცედურებში;
** წინასწარ მოამზადოს კერძისთვის ყველა საჭირო პროდუქტი;
** უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა;
** დაიცვას სამზარეულოში არსებული სტანდარტები.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8+1 საათი
ანაზღაურება: 1050₾

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** კვებას;
** ფიტპასს;
** პროფესიულ განვითარებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@tbcconcept.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია