Робота для біженців з України
სამეწარმეო უნარების ტრენერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეწარმეო უნარების ტრენერი
მომწოდებელი: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ოფიციალურად არის აღიარებული Harvard University-ს მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.

ვის ვეძებთ: ვის ვეძებთ: თუ გინდა იყო ის ადამიანი, ვინც შთააგონებს მომავალ ლიდერებს, ვინც მოსწავლეებთან ერთად სწავლობს, ქმნის და ცვლის წესებს — თუ აზროვნებ ინოვაციურად და ტექნოლოგიებს უყურებ როგორც შესაძლებლობებს, თუ მზად ხარ განათლების სტანდარტული ჩარჩოს გასარღვევად და გსურს იყო ნაწილი აკადემიის, სადაც მომავალი ლიდერები იზრდებიან - მაშინ შემოგვიერთდი!

მდებარეობა: ქ.თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზესტაფონი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი

*პოზიციის მიმოხილვა: ტრენერი წარმართავს ტრენინგებს სამეწარმეო უნარებში 6-დან 16 წლის მოსწავლეებთან ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის კურიკულუმიც, თითოეული ტრენინგის დეტალური გეგმა და მეთოდოლოგიური ჩარჩო დეტალურად არის გაწერილი და ტრენერი ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სტანდარტი.

ტრენერის კვალიფიკაცია:

** უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (ტრენინგები ტარდება ინგლისურ ენაზე)
** უნდა იყოს ბიზნეს ადმინისტრირებისმენეჯმენტის არანაკლებ მე-3 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
** უპირატესობა მიენიჭება ტრენინგების ჩატარების ან ახალგაზრდებთან არაფორმალური პროექტების ან სტარტაპ პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კანდიდატს.

უნარ-ჩვევები:

** ინოვაციური აზროვნება და შთამაგონებელი კომუნიკაცია - უნდა შეეძლოს ბავშვების შთაგონება იდეების შექმნაზე და განხორციელებაზე, ფლობდეს ემოციურ ინტელექტს, მოტივაციის გაღვივების და გულწრფელი, პოზიტიური კომუნიკაციის უნარს.
** პასუხისმგებლობა, დისციპლინა და დროის მართვა - ვალდებულებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობა და სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი.
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება - მუდმივად უნდა ეცნობოდეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და შეეძლოს მათი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამუშაო დრო: შაბათი და კვირა, დღეში 6 ტრენინგი (თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი. ტრენინგები იწყება დილის 09:45 საათზე და სრულდება 18:45 საათზე. ტრენინგებს შორის გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.
ანაზღაურება: ტრენერის მიერ ტრენინგის ჩატარების ჰონორარია 20 ლარი (Net, ხელზე)
ტრენერის პოზიციის დაკავება: ტრენერის პოზიციის დაკავებამდე, იგი გადის პროცედურულ, პროგრამულ და მეთოდოლოგიურ ON Board ტრენინგს, რათა პროგრამა განახორციელოს არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თუ ტრენერს არ აქვს ტრენერობის გამოცდილება, ასეთ შემთხვევაში, იგი ასევე გადის ანაზღაურებად ერთ თვიან სტაჟირებას ტრენერის პოზიციის დასაკავებლად.

სამუშაო აღწერილობა:

1. ტრენინგების ხარისხიანად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, კერძოდ:

** თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, შესაბამისი პროგრამული გაიდლაინებისა და სხვა შიდასამართლებრივი აქტებიპოზიტიური და დემოკრატიული სასწავლო გარემოს შექმნის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ბავშვებთან და მათ მშობლებთან;
** პასუხისმგებლობის მაღალი გძნობა;
** დროის ონგანიზება და დისციპლინა;
** მოსწავლისადმი მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება.ს ზედმიწევნით დაცვა;
** ტრენინგების ჩატარება წინასწარ განსაზღვრული სასწავლო ცხრილისა და სასწავლო გეგმის შესაბამისად, მათ შორის, ტრენინგების თემატიკის, ტრენინგის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და თანმიმდევრობის სასწავლო გეგმასთან სრული შესაბამისობით;
** ტრენინგის ჩატარება ინგლისურ ენაზე და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, ქართული ენის გამოყენება;
** ტრენინგის მსვლელობისას, მაქსიმალურად პოზიტიური და პროფესიული გარემოს შექმნა სტუდენტთა მიერ სასწავლო კურსის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გამომუშავებისთვის და ტრენინგის მიმართ მუდმივად ინტერესის შენარჩუნებისთვის;
** მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და ამის შესახებ არაუგვიანეს თვეში ერთხელ კომპანიის მმართველ გუნდისთვის უკუკავშირის მიწოდება;
** ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ, უკლებლივ იმ მატერიალური რესურსების შემოწმება, რომლებიც გამოყენებულ იქნა ტრენინგის მსვლელობისას, (საჭიროებისასა ფოტოზე დაფიქსირება) და მატერიალურ რესურსების გადაცემა შესაბამისად უფლებამოსილი პირისთვის;
** ტრენინგის ჩატარებისას სტუდენტების ინტერესთა მუდმივი გაღვივების უზრუნველყოფა, ხოლო რომელიმე სტუდენტისგან ტრენინგის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტის კვლავ დაინტერესების მცდელობა;
** საჭიროებისას, მშობელთა საკომუნიკაციო ჯგუფში უკუკავშირის გაგზავნა;
** სტუდენტის მიერ ყოფაქცევის წესების დარღვევის, ან მისი აკადემიური ჩამორჩენის საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და ზემდგომ პირთან კონსულტაციის შემდეგ, მშობელთან კომუნიკაციის დამყარება;
** ტრენენგის გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა ტრენერით ჩანაცვლების უზრუნველყოფა;
** ყოველ ტრენინგზე ტრენინგის დასახელებებისა და სტუდენტთა აღრიცხვის წარმოება (პორტალზე), ხოლო სტუდენტის მიერ ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** რომელიმე სტუდენტის გადინების შემთხვევაში, გადინების მიზეზების დადგენა და დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება;
** შუალედური და დასკვნითი გამოცდებისთვის სტუდენტების მომზადება;
** აკადემიის შენობაში რაიმე შეფერხების, ასევე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება.

2. ლოიალობა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, კერძოდ:

** ნებისმიერი პრობლემის თუ უკმაყოფილების, მათ შორის, სხვა დამსაქმებლისგან მიღებული შეთავაზების, თუ ოჯახური მიზეზების გამო, ტრენერის მიერ თავისი ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების რისკის წარმოშობის შემთხვევაში, აკადემიის დირექტორის და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, პირველ რიგში, აკადემიის ადმინისტრაციასთან პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების წარმოება;
** დამსაქმებლის მიერ მიწოდებული სასწავლო მასალების ზედმიწევნით შესწავლა და დამსაქმებლის ორგანიზებით და ხარჯით ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება. ასევე, თუ რომელიმე პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა, დამსაქმებლის ორგანიზებითა და ხარჯით, ასეთი სერტიფიცირების გავლა;
** შესაძლებლობის ფარგლებში, მუდმივად კვალიფიციის ამაღლებაზე ზრუნვა, თავის სფეროში არსებული ძირითადი სიახლეებისა და ტრენდების მუდმივად გაცნობა.

3. სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილების უზრუნველყოფა, კერძოდ:

** სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილებაზე მუდმივი დაკვირვება, საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და სტუდენტების ან მათი მშობლების მხრიდან ნებისმიერი, მათ შორის, უმცირესი უკმაყოფილების დაფიქსირების შემთხვევაში, ზემდგომი პირის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტთა და მშობელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი პირისთვის მიწოდება;
** პერიოდულად განხორციელებული ხარისხის გარე შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება და ხარისხის შეფასების უკუკავშირის შესაბამისად, მმართველ გუნდთან ერთად, მიღებული შედეგების გაანალიზება, გაუმჯობესების სივრცეების გამოვლენა და ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა;
** ყოველი თვის ბოლოს ფილიალის დირექტორისთვის, მის მიერ რეპორტის მომზადების პროცესში საჭირო ინფორმაციის მიწოდება (დრაივზე).

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება, ხოლო მესამე ეტაპზე - იმიტირებული ტრენინგი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 აგვისტო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@stevejobs.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, ასე მაგალითად "ტრენერი თბილისი". სწორი სათაურის გარეშე აპლიკანტის განაცხადი შესაძლოა არ განიხილოს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე