დასახელება:
სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** სასწავლო პროცესების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
** პერსონალთან და უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შემუშავება და შემდგომი ყოველდღიური მართვა;
** საგამოცდო ცენტრთან კოორდინირებით გამოცდების ორგანიზება სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
** სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
** სტუდენტების მიერ მოთხოვნილი ცნობების მომზადება და გაცემის უზრუნველყოფა;
** დიპლომის დანართების მომზადება და გადაცემის უზრუნველყოფა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა სასწავლო პროცესში;
** სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირებაში, მედიცინაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში ან მომიჯნავე დარგში;
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი ადმინისტრაციული გამოცდილება აკადემიურ სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასწავლო პროცესის მართვის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პროფესიული კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დოკუმენტაციის წარმოებისა და ინფორმაციის სწორად მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადებთან მიმართებაში ეფექტური მოქმედების უნარი;
** გუნდური თანამშრომლობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გუდამაყრის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00- 18:00-მდე.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kwiu.edu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 3 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
|
|
|
|