Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648350&print=yes&view=jobs
 
სიმულაციური სწავლების ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სიმულაციური სწავლების ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სიმულაციური სწავლების ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** სიმულაციური სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება;
** სიმულაციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირების მიზნით ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობა;
** სიმულაციური სწავლების ცენტრში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა და ადმინისტრირება;
** თანამედროვე სიმულაციური სწავლების მეთოდების დანერგვა და უწყვეტი განვითარება;
** სიმულაციური სწავლების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შენარჩუნება, ზრუნვა და გაუმჯობესება;
** სიმულაციური სწავლების ცენტრის ფარგლებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში ან მომიჯნავე დარგში;
** სიმულაციური სწავლების, კლინიკური განათლების ან აკადემიური საქმიანობის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** თანამედროვე სიმულაციური სწავლების ტექნოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული კომპეტენციები:

** პროექტების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინოვაციური მიდგომების დანერგვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გუდამაყრის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00- 18:00-მდე.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kwiu.edu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 3 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია