Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648347&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიასიბი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
კომპანია "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე - იურიდიული გამოცდილებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;
** ადმინისტრაციულ-იურიდიული პროცესების მხარდაჭერა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება;
** დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა;
** ოფიციალური მიმოწერის წარმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული განხრით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** შაბათი-კვირა დასვენების დღეები
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი
** ხელფასი 1000-1300 ლ გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@georgiacb.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია