დასახელება:
საცალო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში და ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ძირითადი მოვალეობები:
** ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა
** გაყიდვების არხების მოძიება და განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა (B1-B2)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - საცალო გაყიდვების მენეჯერი - ლოკაცია;
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|