დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
შვიდი პლასტი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები, რომელიც შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანია "შვიდი პლასტი" ოფისისთვის აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
ძირითადი მოვალეობები:
ადმინისტრაციული ოფისის და ინვენტარის დასუფთავება/მოწესრიგება
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30 სთ-მდე
შესვენება: 13:00-14:00 სთ.
ანაზღაურება: 1000 ლარი
დიდ დიღომში მცხოვრებ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ საკონტაქტო მონაცემები ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დიასახლისი.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://shvidimeat.com/ge/
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|