Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648280&print=yes&view=jobs
 
მეცნიერი თანამშრომელი - ანალიზური ქიმიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეცნიერი თანამშრომელი - ანალიზური ქიმიის მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
თანდართული ფაილი: 648280_University_of_Georgia_3521361.zip
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობა ანალიზური ქიმიის მიმართულებით (1 ვაკანტური პოზიცია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** მაგისტრის აკადემიური ხარისხი
** სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს

დამატებითი კრიტერიუმებია:

** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით

დამატებითი კრიტერიუმებია:

** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
** ინგლისური ენა

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
** კანდიდატის მოკლე რეზიუმე, ე.წ. "ბიო" - არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენაზე (იხილეთ დართული ნიმუში)
** პირადობის მოწმობის ასლი
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
** ცნობა სამეცნიერო გამოცდილების შესახებ (სასურველია)
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
** ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი (დანართის მიხედვით)
** სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური ელ. ფოსტით (@ug.edu.ge).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2025 წლის 7 და 8 აგვისტოს, ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge და მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514ა, 0171. სათაურის ველში მიუთითეთ მიმართულება.

კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 13 აგვისტოს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2025 წლის 18 აგვისტო.

კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2025 წლის 14 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე https://www.ug.edu.ge/.

საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, https://www.ug.edu.ge და https://www.jobs.ge-ზე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია