Робота для біженців з України
ოფის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის ოპერატორი
მომწოდებელი: Truly Nolen Georgia
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"Truly Nolen Georgia" წარმოადგენს ამერიკული კომპანიის "Truly Nolen International"-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას. კომპანიას 85 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად ითვლება გლობალურ მასშტაბზე. "Truly Nolen" წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით.

ვაკანსიის აღწერა:

"Truly Nolen Georgia" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ოფის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალის ოფისის გამართულ და ეფექტურ მუშაობას. ოპერატორის ფუნქცია მოვალეობაში შედის მომხმარებლების და ტექნიკური ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება და კომუნიკაციის მართვა.

ვაკანსიის დასახელება: ოფის ოპერატორი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დეპარტამენტი: ადმინისტრაცია/მომხმარებელთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება
** სერვის ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია
** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლისა და მომსახურების მონაცემების განახლება
** დღის მარშრუტების კოორდინაცია
** ანგარიშგებების, ინვოისების და ოფის დოკუმენტაციის მომზადება
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ფაილების დამუშავება, მონაცემთა შეყვანა, ინვენტარის აღრიცხვა)
** ოფისში წესრიგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებასა ან კოორდინატორის პოზიციაზე
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირება.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო
** მეგობრული გუნდი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე