Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Brim Tbilisi
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სასტუმრო "Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მიმღებ განყოფილებაში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი)
გრაფიკი: 12 საათიანი (ოთხი სამუშაო / ოთხი დასვენების დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული, ხელზე ასაღები 1000 ლარი (+ ბონუსი)

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: info@brimtbilisi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმრო "Brim Tbilisi" გისურვებთ წარმატებას!

www.brimtbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე