Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648266&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
მომწოდებელი: 2GIS
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"2GIS" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"2GIS" არის მუდმივად განახლებადი, ულტრათანამედროვე რუკებისა და ნავიგაციის პლატფორმა, რომელიც მალევე გახდება საუკეთესო თანამგზავრი საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეფექტური მუშაობა, კომფორტული გადაადგილება და დროის სწორად გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია.

სამუშაო გარემო არის ჰიბრიდული, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით გადაადგილებას. (50% ოფისი - 50 % საველე პირობები)

ძირითადი მოვალეობები:

** ქალაქ ბათუმში ახალი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადამოწმება
** მიღებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეტანა
** 2GIS სისტემის ცნობარში განახლებების შენარჩუნება და მისი ხარისხის გაუმჯობესება
** შიდა სისტემებში მუშაობა და შესაბამისი დავალებების შესრულება
** ორგანიზაციების შემოწმება და მათთან მომხმარებელთა ინფორმაციის შედარება
** მობილური აპლიკაციის გამოყენებით საველე შემოწმება და ტერიტორიის დეტალური დათვალიერება
** გამოტოვებული ინფორმაციის შეგროვება და შეუსაბამობების აღმოჩენა

პროფესიული უნარები:

** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** ოპერაციული სისტემებისა და მომსახურების ტრენინგების მზადყოფნა.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** მობილური აპლიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00 -19:00 (5/2)
** ანაზღაურება: 910 + საბონუსე სისტემა

შემოგვიერთდი გუნდში და მიიღე მონაწილეობა ქალაქის ცხოვრების გამარტივებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@batumi.2gis.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია