Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648263&print=yes&view=jobs
 
განათების გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განათების გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ნათება
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 25 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.newlight.ge

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში 10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედებში 1-საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
** იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 ივლისისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, "გაყიდვების კონსულტანტი თბილისი"

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია