დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
EBIT Group
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (www.ebit.ge).
ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.
ვმუშაობთ 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორთან და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში" .
ფუნქცია მოვალეობები
** კლიენტი-კომპანიების მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკა, ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის სისტემების ანალიზი
** კლიენტი-კომპანიების ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და ფინანსური მოდელების მომზადება
** კლიენტი-კომპანიების საბუღალტრო - სააღრიცხვო პროცესის განხორციელების ზედამხედველობა; სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფის მიზნით პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
** კლიენტი-კომპანიების ფულადი სახსრების მართვა, ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლის ეფექტური პროცედურების შემუშავება
** ბიუჯეტირების სისტემის დანერგვა, ყოველწლიური/ყოველთვიური ბიუჯეტის მომზადება და ყოველთვიური გადახრების კონტროლი
** ხარჯების ოპტიმიზაციის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა/ბიზნეს მოდელის ხარჯთეფექტური ოპერაციების უზრუნველყოფა
** ფინანსური მონაცემების ანალიზი: ტენდენციების განსაზღვრა და გაუმჯობესების რეკომენდაციების გაკეთება
** ფინანსური უწყისების წარმოება
** პროექტების ფინანსური შესრულების შეფასება
** სამომავლო პროექტების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი
** ფინანსური პროგნოზირება
** ფინანსური აღრიცხვა IFRS შესაბამისად
** ფინანსური რეპორტების მომზადება, მათი ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ზუსტ მეცნიერებათა მიმართულებით
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (ACCA ან სხვა)
** ინგლისური ენის ცოდნა ბაზისურ დონეზე
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ივლისი
|
|
|
|