Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648235&print=yes&view=jobs
 
კომერციული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: აი სი არ ტრეიდი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"ICR" ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 125

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მინდობილი ბრენდის სასაქონლო მარაგების ოპტიმალური მართვა და ფილიალებს შორის გადანაწილება
** ნაშთების მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება ეფექტიანი რეალიზაციისათვის
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მარაგების დროული გადაადგილება მოთხოვნის შესაბამისად
** აქციების დაგეგმვისას შესაბამის ლოკაციებზე საჭირო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
** ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის პროცესში ჩართულობა მარაგების ჭრილში
** ჩამოტანილი პროდუქციის მიღების, პროგრამულად ასახვისა და განაწილების პროცესის კოორდინაცია
** ლოჯისტიკასა და საწყობთან ეფექტიანი თანამშრომლობა მარაგების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად
** შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის მომზადება
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის დამუშავება (xlsx და სხვა);
** ინგლისური ენის ცოდნა.

საჭირო კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივლისისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge.

გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "კომერციული განვითარების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა.
აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელფოსტაზე: vacancy@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია