Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648206&print=yes&view=jobs
 
რეპორტინგის და აქტივაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის და აქტივაციის მენეჯერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეპორტინგის და აქტივაციის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა საცალო ქსელურ და ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში
ადგილობრივ და რეგიონალურ სააგენტოებთან კომუნიკაცია მასალების დამზადების მიმართულებით;
** დაქვემდებარებული გუნდის კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** აქტივობების შედეგების შესახებ რეპორტების შედგენა და წარდგენა ხელმძღვანელისთვის.
** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი.
** ვიზუალური სტანდარტების დაცვა სავაჭრო სივრცეებში და პლანოგრამების შესაბამისად პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** ახალი პროდუქტების ჩაშვების პერიოდში, მოლაპარაკებების წარმოება და მართვა სავაჭრო ობიექტებთან.
** გაყიდვების გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
** გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით
** ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
** კომპანიის სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება დამსაქმებლის ან უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** (ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია)
** ანაზღაურება (ფიქსირებული): 2500 ლ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება თრეიდ მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში (FMCG სექტორში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სააგენტოებთან და სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
** რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია