Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648205&print=yes&view=jobs
 
ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერის დამხმარე - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერის დამხმარე (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური)

დისტრიბუციის ტერიტორიის მენეჯერის დამხმარე მონაწილეობს დისტრიბუციისა და მერჩენდაიზინგის ყოველდღიურ პროცესებში, ახორციელებს სავაჭრო წერტილებში ვიზიტებს, პროდუქციის მიწოდებას, განლაგებას და მენეჯერის ოპერაციულ დახმარებას. პასუხისმგებელია ავტომობილით გადაადგილებაზე და ეფექტურ კომუნიკაციაზე სავაჭრო ობიექტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სავაჭრო წერტილებში დროული მიწოდება და გადაცემა;
** მარშრუტის მიხედვით ობიექტებში ვიზიტების განხორციელება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება ტერიტორიის მენეჯერთან ერთად, შესაბამის ტერიტორიაზე;
** უზრუნველყოს ქსელში კომპანიის სრული ასორტიმენტის მუდმივი არსებობა;
** გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთები და მარაგების დროული შევსება;
** პროდუქციის გადალაგება პლანოგრამის მიხედვით;
** ფასების, ეტიკეტების განთავსება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ანაზღაურება/ბონუსი: საშუალოდ 1200-2000 ლ
** პროდუქტი: სიგარეტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში.
** B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა)

პიროვნული უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია