Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648204&print=yes&view=jobs
 
ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური)

დისტრიბუციის ტერიტორიის მენეჯერი პასუხისმგებელია კონკრეტულ ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციის პროცესის მართვაზე, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფაზე, სავაჭრო ობიექტებთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებასა და სავაჭრო მიზნების შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოიძიოს ახალი ობიექტები, აწარმოოს მათთან მოლაპარაკება, ააწყოს ოპტიმალური ქსელი და მუდმივად იმუშაოს მის გაფართოებაზე;
** შეასრულოს დადგენილი რუტა სრულად და ჯეროვნად [აღნიშნული განსაზღვრულია რუტკონტროლის მიხედვით];
** გაყიდვების გეგმების შესრულება შესაბამის ტერიტორიაზე;
** განახორციელოს რეგულარული ვიზიტები სავაჭრო ობიექტებში და უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან;
** მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
** უზრუნველყოს ქსელში კომპანიის სრული ასორტიმენტის მუდმივი არსებობა;
** გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების მართვა და დროული შევსება;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
** გრძელვადიანი პარტნიორული და უპირატესი ურთიერთობის ჩამოყალიბება კონტრაქტორებთან;
** სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განლაგება, შესაბამისი პლანოგრამის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციის გადალაგების პროცესში მონაწილეობა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
** ანაზღაურება/ბონუსი: საშუალოდ 1800-2500 ლ
** პროდუქტი: სიგარეტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციაში.
** B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა)

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** კომუნიკაბელური,
** სტაბილური,
** დეტალებზე ორიენტირებული,
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@trd.ge. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია