დასახელება:
მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მომხმარებელთან, რეესტრთან და ბანკთან ურთიერთობის მენეჯერს.
ფუნქციები იქნება:
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორისათვის, მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** განაცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის პროგრამაში;
** დახარვეზებულ განცხადებებზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;
** მომხმარებლის ბანკზე გადასვლის პროცესის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პრობლემური სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|