დასახელება:
საწყობის უფროსი
|
მომწოდებელი:
ონვეი დელივერი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საწყობის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** საწყობის სამუშაო პროცესის წარმართვა
** საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა, როგორც ამანათის მიღებისას, ასევე გაცემისას
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვის უზრუნველყოფის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** თბილისის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა
** Excel-ის ცოდნა საბაზისო დონეზე
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ: 09:00-18:00, შაბათი: 09:00-16:00
** ანაზღაურება: 1600 ლარი
** მისამართი: დიდი დიღომი, როსტევანის N8
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის უფროსი.
|
|
|
|