დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
აგრონომი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/.
შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის პოზიციაზე, ქ. თბილისში (ოკრობას მიმდებარედ) მდებარე მაღაზიისთვის
მდებარეობა: ქ. თბილისი, ონიაშვილის 25 /27
სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი დღე: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 17:30;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის მიერ კვალიფიკაციასა, იმის მიხედვით რა მოცულობის და ხარისხის საქმის შესრულებას შეძლებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი;
** ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი,
თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება) ნორმების დაცვის კონტროლი;
** წარმოებისა და ლოჯისტიკური პროცესების (საქონლის მიღება-დატვირთვა-გადმოტვირთვა-გაცემა) ვიდეო-მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა;
** რეპორტინგი და ხელმძღვანელის იმ საკითხებზე ინფორმირება, რომლის გადაწყვეტა მის კომპეტენციას ცდება;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მონიტორინგის წარმოების გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვიდეო მონიტორინგი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელ-ფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
|
|
|
|