დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კლაბ ჰაუზი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
შპს "ქლაბ ჰაუზი", რომელიც აერთიანებს 28 ნომრიან ბუტიკ სასტუმროსა და ტერასა რესტორანს ბეთლემის ქ. N24 - ში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის N5
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოება და მარაგების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
** ზედნადებების პროგრამული ასახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას;
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ლოგიკური აზროვნება.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: nino.zedelashvili@mardielli.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|