Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორს პარტნიორი კომპანიებისთვის - Bitanica და Fastoo.

"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.

Fastoo (New Payment System) არის ინოვაციური გადახდების მომსახურების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ გადახდების გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის საქართველოში და ევროპაში. კომპანიის მიზანია მერჩანტებისთვის მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შეთავაზება.

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ვალდებულებები:

მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში;
** ბაზრის კვლევა და ტენდენციების ანალიზი, რათა სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას კრიპტო ბაზრის/გადახდის სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით;
** კომპანიის ცნობადობის და უნიკალურობის გასაზრდელად ბრენდინგისა და პოზიციონირების განსაზღვრა.

ციფრული მარკეტინგი და მომხმარებელთა მოზიდვა:

** SEO (Search Engine Optimization) და SEM (Search Engine Marketing) დაგეგმვა/შემუშავება ვებსაიტის ტრაფიკის გაზრდისთვის;
** Social Media Marketing (SMM) და Content Marketing კამპანიების დაგეგმვა/შემუშავება (Twitter/X, Reddit, Telegram, Discord, LinkedIn, YouTube)
** Influencer Marketing-ის სტრატეგიის მართვა, კრიპტო და ვებ3 თემებში გავლენიანი პირების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** Performance Marketing-ის (PPC, Google Ads, Facebook Ads, Twitter Ads) სტრატეგიების შემუშავებაში ჩართულობა და ბიუჯეტის განაწილება;
** Email და CRM (Customer Relationship Management) კამპანიების დაგეგმვა/შემუშავება, მომხმარებელთა ლოიალობისა და ჩართულობის გასაზრდელად.

პარტნიორული და საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვა:

** პარტნიორული პროგრამებისა და აფილირებული მარკეტინგის განვითარება, რათა მოხდეს ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
** PR სტრატეგიის შემუშავება კრიპტო და ვებ მედია საშუალებებში კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად;
** პრესრელიზების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება კრიპტო სივრცეში კომპანიის დამკვიდრებისთვის.

მომხმარებელთა მონაცემებისა და ანალიტიკის მართვა:

** მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რათა მოხდეს მარკეტინგული სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** მონაცემთა პლატფორმების (Google Analytics, Mixpanel, Looker, Tableau) გამოყენება მომხმარებელთა ნაკადებისა და ქცევების გასაანალიზებლად;
** მარკეტინგული კამპანიების ROI (Return on Investment) და KPI-ების ანალიზი, ბიუჯეტის ეფექტური გამოყენებისთვის;

გუნდის მართვა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან:

** მარკეტინგული გუნდის განვითარება და მოტივაცია, რათა უზრუნველყოს მაღალი ეფექტურობა და ინოვაციური მიდგომები;
** შესრულების კონტროლი და გუნდის წევრების KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და ეფექტური სამუშაო პროცესების ჩამოყალიბება მარკეტინგულ გუნდში;

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით
** არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში მენეჯერულ პოზიციაზე, კრიპტო ბლოკჩეინ ან ფინტექ ინდუსტრიაში.
** სტარტაპების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სწრაფად მზარდი ბიზნესების მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Google Analytics, Google Tag Manager, Google Data Studio; SEO Tools (Ahrefs, SEMrush, Moz, Screaming Frog); Performance Marketing Tools (Google Ads, Meta Ads Manager, Twitter Ads, TikTok Ads, Reddit Ads); Social Media Management Tools (Hootsuite, Buffer, Sprout Social, TweetDeck); Influencer Marketing Platforms (Heepsy, Upfluence, BuzzSumo); HubSpot, Salesforce, Klaviyo, Mailchimp, ActiveCampaign.
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
** გუნდის მართვის და გუნდური კომუნიკაციის უნარები;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე