დასახელება:
პროდუქტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სინტაქსი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ გუნდში პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე ITOM (IT Operations Management) მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების მენეჯერებისგან მიღებული კლიენტის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევა;
** ტექნიკური დავალების გარჩევა და კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებთან შედარება;
** კლიენტზე მორგებული პროდუქტების დემო ვერსიების აწყობა კომპანიის ლაბში და კლიენტებისთვის დემონსტრირება;
** მიმართულების შესაბამის პროდუქტებზე, ტექნიკური დოკუმენტაციებისა და სერვის ფაილების მომზადება;
** კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის ინსტალაცია სერვის ფაილის საფუძველზე და საჭიროების მიხედვით კონფიგურაცია;
** კლიენტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება;
** კლიენტის მხარდაჭერისთვის მწარმოებელთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად ან/და ხარვეზების მოსაგვარებლად;
** მიმართულებაში ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში მისი შესწავლა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება;
** პროექტების ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების ანალიზი და ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება Help Desk/საფორთის მიმართულებით;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tamar.buachidze@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
|
|
|
|