Робота для біженців з України
ადმინისტრაციული საქმეთა და ოპერაციების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული საქმეთა და ოპერაციების ოფიცერი
მომწოდებელი: Bioderma Georgia
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
ჩვენი კომპანია, რომელიც ოპერირებს როგორც ფრანგული დერმოკოსმეტიკური კომპანია Naos-ის "Bioderma" ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში (თბილისი), ეძებს შესაბამის კანდიდატებს ადმინისტრაციული საქმეთა და ოპერაციების ოფიცრის პოზიციაზე შემდეგი კვალიფიკაციით.

სამუშაო აღწერილობა:

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** გარე ურთიერთობების მართვა, როგორიცაა დოკუმენტების თვალყურის დევნება, ბანკი, ნოტარიუსი, საგადასახადო სამსახური და საბაჟო
** ყოველდღიური საოფისე სამუშაოების წარმოება
** საოფისე შეკვეთების კონტროლი და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა
** შესაბამის კომპანიებთან კომუნიკაცია ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მონიტორინგის განხორციელება
** ავტოპარკის მართვა
** ადმინისტრაციული და ტექნიკური შესყიდვების ტრანზაქციების წარმოება

საჭირო კვალიფიკაცია:

** უპირატესობა მიენიჭებათ მამრობითი სქესის კანდიდატებს
** თურქული ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სამუშაო გასაუბრება ჩატარდება თურქულ ენაზე)
** მანქანის მართვის აქტიური ცოდნა და მართვის მოწმობის ქონა
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
** პასუხისმგებლობის გრძნობა და კარგი კომუნიკაციის უნარები

ჩვენი უპირატესობები:

** ხელფასი 2500-3000 ლარის ფარგლებში, გამოცდილების მიხედვით
** წლის ბოლოს ბონუსი
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის ავტომობილი თანამშრომელთან დარჩება სამსახურის გარეთ.
** ​​შესაძლებლობა იმუშაოთ რეპუტაციის მქონე დერმოკოსმეტიკური ბრენდის გუნდში

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: biodermage@gmail.com, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე