დასახელება:
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული: 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით) + საწვავი + მანქანის ცვეთის თანხა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობით
** კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ზედმიწევნით და სრულყოფილად შესრულება
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** შეთანხმებული ასორტიმენტისა და პლანოგრამების დაცვა, მონიტორინგი და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება პარტნიორებისგან მეილის საშუალებით, მისი დამუშავება, საკითხის მოკვლევა და დეტალების დაზუსტება
** მიღებული შეკვეთების გენერირება და მიწოდება საოპერაციო განყოფილებისთვის
** აქციების დაგეგმარებაში ჩართულობა, უშუალო ხელმძღვანელთან, ფინანსურ და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში და ე.წ პრომო კალენდრის ზედმიწევნით შესრულება
** მიმართულების გაყიდვების ყოველდღიური კონტროლი, პროდუქტების მიხედვით გეგმაზე დანაკლისის და გადაჭარბების მონიტორინგი
** ვადაგასული და ვადამოსული პროდუქციის მონიტორინგი
** ობიექტზე კონკურენტი კომპანიების კვლევა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** მიწოდების განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობა რიგგარეშე შეკვეთების მიტანის უზრუნველყოფის მიზნით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება კომპანიაში არსებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ
** შესრულებული სამუშაოს შეფასება, კომპანიაში არსებული სქემის და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება, მათი საქმიანობის მონიტორინგი და Key Account მენეჯერთან ინფორმაციის მიწოდება
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება, მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული მერჩენდაიზინგის პრინციპებისა და სარეკლამო მასალის გამოყენების წესების შესახებ, სწავლებაში მონაწილება, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა
** პირადი ჰიგიენის დაცვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების ჰიგიენის დაცვის მონიტორინგი
** Key Account მენეჯერის მიერ დელეგირებული საკითხების აღსრულება
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
** სასურველია სადისტრიბუციო ან FMCG სფეროში გაყიდვების გამოცდილება
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
** სასურველია პირადი ავტომობილის ყოლა
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|