Робота для біженців з України
სომელიე - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
სასტუმრო "Rooms Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზება გაუწიოთ სტუმრების მომსახურებას ღვინის მიმართულებით
** სრულყოფილად ფლობდეთ მენიუში არსებულ ღვინოებზე ინფორმაციას
** ჩაატაროთ ღვინის დეგუსტაციები და ტრენინგები
** გააკონტროლოთ ღვინის მარაგები და შესაბამისი პირობებში შენახვა
** დაიცვათ კომპანიის სტანდარტები და უსაფრთხოების წესები.

საჭირო უნარები:

** გამოცდილება სომელიეს პოზიციაზე (სასურველია)
** დეტალური ცოდნა ღვინოებზე და სასმელებზე
** კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და ** მუდმივად განვითარდე;
** საცხოვრებელს;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/QC1rMlNdI8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე