დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
IM Plus Pharma
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანია შპს "იმ პლიუს ფარმა" - "IM PLUS PHARMA" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** ყოველთვიური არასტანდარტული გატარებების მომზადება და საიმპორტო ფორმატში გადაყვანა;
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** დირექტორატისა და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ფარმაცევტულ საქმიანობაში ფინანსური განხრით.
უნარები და კომპეტენციები:
** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".
|
|
|
|