დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ რეზერვაციების აგენტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების განხორციელება
** ჯავშნების ყოველდღიური შემოწმება და მათი სისტემური გამართულობა
** სხვადასხვა არხიდან (Booking.com, Expedia და სხვა) შემოსული რეზერვაციების მართვა და სინქრონიზაცია
** მომხმარებელთა შეკითხვაზე სწრაფი პასუხის გაცემა
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram და სხვა) მართვა კომპანიის სტილის შესაბამისად — კითხვებზე პასუხი, კომენტარების მონიტორინგი, ინფორმაციის განახლება
** მომხმარებლისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება არსებული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ
** სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება
** ჯავშნების სისტემაში დამუშავება, განახლება და შეცვლა მომხმარებლის/კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად
** კლიენტებთან კომუნიკაცია— ქართულად, ინგლისურად და სასურველია სხვა უცხო ენაზეც
** რეზერვაციების დეტალების გადამოწმება და მომხმარებელთან დადასტურება
** სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის გადაცემა
** ყოველდღიური ანგარიშგება მენეჯმენტთან განხორციელებულ ჯავშნებთან დაკავშირებით
** არსებული რეზერვაციების სისტემის, ეფექტურად გამოყენება
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა, მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რეზერვაციების აგენტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|