დასახელება:
პირადი ასისტენტი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 12:00-20:00 (7 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება), შაბათი 12:00-17:00
გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი: ჰიბრიდული
ვინ გვჭირდება:
** ვეძებთ მოწესრიგებულ და კეთილსინდისიერ პირად ასისტენტს.
** ეს სამსახური არ ეხება ჩვენს ბიზნესებს, ეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, სადაც მნიშვნელოვანია რომ ყველა პატარა დეტალი იყოს მოგვარებული.
** თუ გიყვარს სხვებზე ზრუნვა, ხარ მოწესრიგებული და გსიამოვნებს სხვისი ცხოვრების გამარტივება— მაშინ შენ გეძებთ!
მოვალეობები:
** პირადი შეხვედრების დაგეგმვა: ექიმები, სალონი, მეგობრებთან შეხვედრები
მოგზაურობების დაორგანიზება: ბილეთების და სასტუმროების, მგზავრობის დაგეგმვა
** სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტების შეძენა (პროდუქტები, სახლში საჭირო ნივთები, ცხოველების (კატების) კვება და სხვადასხვა ნივთი) და მათი ტრანსპორტირება
** საჩუქრების შერჩევა და შეძენა ჩვენი მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის, ოჯახისთვის
** დაბადების დღეების და მნიშვნელოვანი თარიღების შეხსენება
** ხელოსნებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმისთვის საჭირო ადამიანების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** ონლაინ მაღაზიებიდან შეკვეთების და ამანათების მიღება-დაორგანიზება
** ტანსაცმლის წაღება ქიმწმენდაში, ან მკერავთან (საჭიროებისამებრ)
** კომუნალური და სხვა აუცილებელი გადასახადის დროული შეხსენება-გადახდა
** დავალების მიხედვით გადაადგილება ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებზე
** ჩვენს ბიზნეს ასისტენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენი გრაფიკის დასაორგანიზებლად
** სხვადასხვა ტიპის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო
სამუშაო გარემო:
** იმუშავებ ნაწილობრივ ოფისიდან, ნაწილობრივ სახლიდან, ნაწილობრივ მოძრაობაში
** სასურველია გყავდეს საკუთარი ტრანსპორტი (საწვავს ჩვენ დავაფინანსებთ)
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** ხარ მინ. 25 წლის
** ხარ მშვიდი, პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული
** შეგიძლია სხვის პირად საკითხებზე დელიკატურად და კონფიდენციალურად მუშაობა
** გსიამოვნებს ადამიანების დახმარება და ზრუნვა
** შეგიძლია დამოუკიდებლად საქმის კეთება
** ფლობ ინგლისურს საკომუნიკაციო დონეზე (საიტებზე, აპლიკაციებზე), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ეძებ მშვიდ, გრძელვადიან სამსახურს, რომელიც იქნება სტაბილური
რას გთავაზობთ:
** 1200 ₾ net
** საწვავის და ტრანსპორტის ხარჯები იფარება ჩვენი მხრიდან
** სტაბილური და ჯანსაღი სამუშაო გარემო
** სხვადასხვა წახალისებები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ ხარ დაინტერესებული ამ ვაკანსიით, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე: https://forms.gle/KFzAZxyeUgiJoUDh7
|
|
|
|