დასახელება:
სტაჟიორი სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სტაჟიორის შერჩევის მიზნით სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან საბაკალავრო საფეხურის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
** ინიციატივიანი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობიანი
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული
სამუშაოს აღწერილობა:
** სამეცნიერო პორტალზე ასატვირთი ინფორმაციის პროექტების შედგენა და პორტალის ტექნიკური მართვა;
** დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტის კორესპონდენციის სორტირება;
** დეპარტამენტში მიმდინარე საქმიანობიდან გამომდინარე ინფორმაციის შეგროვება და, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კომუნიკაცია სამეცნიერო/აკადემიურ პერსონალთან;
** დეპარტამენტში შემოსული მეცნიერების სამეცნიერო პროდუქტიულობის ანგარიშების სორტირება აქტივობების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მეცნიერთა პირადი პროფილების შევსება;
** უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ელექტრონული ფოსტის მართვა, ავტორებსა და რეცენზენტებთან კორესპონდენციის წარმოება;
** საკონკურსო დოკუმენტაციის და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს დეპარტამენტის ფუნქციებიდან.
ანაზღაურება: 800 ლარი (გადასახადების გარეშე)
ჩვენ გთავაზობთ:
** სწავლასთან შეთავსებად მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე hr@ciu.edu.ge და საგნის ველში მიუთითოთ სტაჟიორი სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში, დოკუმენტაცია მიიღება 26 ივლისის ჩათვლით.
|
|
|
|