დასახელება:
მტვირთავი
|
მომწოდებელი:
ბარს მეკატრონიკი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მის თავდაპირველ საქმიანობას თურქეთსა და საქართველოს შორის მინის პროდუქციის წარმოება - რეალიზება წარმოადგენდა. ამჟამად კი - სამშენებლო და საფასადე მასალების წარმოება და რეალიზებაა.
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის (ავტოკარის სპეციალისტი) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის # 19გ. სამგორი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი 8:00 - 18:00
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი (დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იხდის დამსაქმებელი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, ხელფასი ირიცხება ბანკში და შესაბამისად ხელზე არ გაიცემა.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტოკარის მართვა (პაგრუშიკი, ფორკლიფთი)
** ავტოკარის მეშვეობით პროდუქციის უსაფრთხოდ გადაადგილება, მიღებული პროდუქციის ჩამოტვირთვა, დატვირთვა.
** ავტოკარის მოვლა
** საწარმოში სხვადასხვა სამუშაო პროცესებში მონაწილეობის მიღება
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
დამატებითი უნარები:
** საშუალო განათლება
** ქართული ენის ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge. გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე +995 500 229 229.
|
|
|
|