Робота для біженців з України
პარაფარმაციის კონსულტანტი - ვერა/ვაკე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარაფარმაციის კონსულტანტი
მომწოდებელი: ფარმადეპო
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"ფარმადეპო", როგორც სანდო აფთიაქი, მომხმარებლებს სთავაზობს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, თავის მოვლის და კოსმეტიკის საშუალებებსა და მაღალკვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას.

ქსელი ბაზარზე მყარადაა პოზიციონირებული 400-მდე აფთიაქით თბილისსა და რეგიონებში და აგრძელებს ზრდას. "ფარმადეპო" მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ და მრავალფეროვან სერვისებს საუკეთესო ფასებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა ფარმადეპოსთან ერთად!

სამუშაო განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი, 8 საათიანი სამუშაო ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + რეალიზაციაზე მიბმული ბონუსი

ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:

** ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
** მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
** პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** იცის და აინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პარაფარმაციის ხაზი;
** აქვს საოფისე და სააფთიაქო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** არის ლოიალური და კეთილგანწყობილი;
** ან ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს.

რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

** აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი;
** აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;

"ფარმადეპო" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;

დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე