დასახელება:
გენერალური მენეჯერი, მიმტანი, დიასახლისი
|
მომწოდებელი:
რესტორანი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
რესტორანს ესაჭიროება შემდეგი კადრები: გენერალური მენეჯერი, მიმტანები და დიასახლისი.
რესტორანი მდებარეობს სოფელ მოწამეთაში, ქალაქ ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 4 კილომეტრში. თანამშრომელი დილით თვითონ უნდა მოდიოდნენ სამსახურში, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდგომ ყველა თანამშრომელს ვარიგებთ სახლებში სამსახურის ავტომობილით.
1. გენერალური მენეჯერი
მოვალეობები:
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ხელფასი + პროცენტი მოგებიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სერვისის სრულფასოვნად ცოდნა;
** აუცილებელია ქართულ რესტორანში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ენების ცოდნა სრულფასოვნად: ქართული, ინგლისური
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალური.
2. მიმტანი
ძირითადი მოთხოვნები:
** სტუმრების დახვედრა
** სერვისის სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება
** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება
** სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროსა და უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება დღეში 30 ლარიდან + თიფსი (ხელფასი არ არის ფიქსირებული. სამუშაოდან გამომდინარე ხელფასი იზრდება)
3. დიასახლისი
ძირითადი მოთხოვნები:
** უზრუნველყოს რესტორნის სისუფთავე-დალაგება
** სამზარეულოში დღის მანძილზე სისუფთავის კონტროლი
** ჭურჭლის მოწესრიგება
ანაზღაურება დღეში 30 ლარიდან (ხელფასი არ არის ფიქსირებული. სამუშაოდან გამომდინარე ხელფასი იზრდება)
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ გარემოს, განვითარების საშუალებასა და მოქნილ სამუშაო გრაფიკს
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: toornikee@mail.ru
ასევე შესაძლებელია დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 511-18-64-05
|
|
|
|