დასახელება:
დიასახლისი ნახევარ განაკვეთზე
|
მომწოდებელი:
რიკო ექსპრესი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დამლაგებლის) პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის 70 ნომერი.
საწყისი ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.
4 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კუთვნილ ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
** სამუშაოს ხარისხიანად შესრულების მიზნით სამეურნეო/ჰიგიენური ნივთების საწყობიდან დადგენილი წესის მიხედვით მოთხოვნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
გაითვალისწინეთ:
** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.
|
|
|
|