Робота для біженців з України
დამხმარე მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მზარეული
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი ოქროყანა
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61574971414572

ჩვენ თქვენ გთავაზობთ:

** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები HACCP-ის მიმართულებით)
** სამჯერადი კვება

ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:

** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი.

ინფორმაცია ბაღის შესახებ:

საბავშვო ბაღი "ოქროყანა" დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სანიტარული ნორმების დაცვა სამზარეულოში და სასადილოში;
** მზარეულის დახმარება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება

საჭირო თვისებები და უნარები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: kgoldenville@gmail.com. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ოქროყანა, თბილისის ქ. #5 0144 Tbilisi, Georgia
ტელ: 577 55 66 05
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე