Робота для біженців з України
ტექნიკური კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური კონსულტანტი
მომწოდებელი: მეგაპროჯექტი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
კომპანია "მეგაპროჯექტი" გრუნდფოსის ინდუსტრიული და მუნიციპალური სეგმენტის ოფიციალური დილერია საქართველოში. კომპანიის სამოქმედო სფეროს წარმოადგენს სამრეწველო ობიექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების და კომუნალური წყლის დისტრიბიუტორ კომპანიების "GRUNDFOS"-ის თანამედროვე ტუმბოებით და საფილტრაციო სისტემებით უზრუნველყოფა.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://megaproject.ge/

კომპანია "მეგაპროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში

თანამდებობა/პოზიცია: ტექნიკური კონსულტანტი
პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 07/08/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ტექნიკური მიმართულებით კონსულტირება

ფუნქცია-მოვალეობები:

** წყლის სატუმბი სისტემების ტექნოლოგიების ცოდნა/შესწავლა;
** მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად წყლის ტუმბოების შერჩევა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ტექნიკური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია AutoCAD, REVIT ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:

** წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია
რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე