დასახელება:
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი მოდის სფეროში
|
მომწოდებელი:
Anat Amoroso Fashion
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
ბრენდი "Anat Amoroso Fashion" ფართოვდება და აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის ვაკანსიას. თუ ხართ მოდით დაინტერესებული, გიყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა, ღიმილით უმკლავდები სტრესს და მიიწევ მუდმივი განვითარებისკენ - ჩვენ შენ გეძებთ!
ხელფასი: დღიური 60 ლარი +5% გაყიდვებიდან (საშუალოდ 1 კაბის ღირებულება 300-დან 700 ლარამდეა), შესაბამისად, ბონუსიც საკმაოდ კარგი გამოდის, გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 70-80 ლარი +5% გაყიდვებიდან
გრაფიკი: 3/3
სამუშაო საათები: 11:00-20:00 (1 საათიანი შესვენება)
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული ენა - მშობლიური
** ინგლისური მინიმალურად სასაუბროდ, ასევე რუსული ჩაითვლება უპირატესობად ტურისტებთან საურთიერთოდ
** კონსულტანტად ან მენეჯერის ასისტენტად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერის ფლობა - საოფისე პროგრამები
** კომუნიკაბელურობა, სტილის გრძნობა, პასუხისმგებლობა, მოდის სფეროს ინტერესი და განვითარების სურვილი გაყიდვებში
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** კომპანიაში განვითარების სურვილი მენეჯერობამდე.
მოვალეობები
** შოურუმში მომხმარებელთან ურთიერთობა
** რეგიონსა და ქვეყანაში ბრენდის განვითარებაში დახმარება, გაყიდვების გაზრდა.
** კონსულტაციის გაწევა და შენაძენის გაფორმება.
** გაყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ღონისძიებებისა და პრეზენტაციების ორგანიზებაში.
ჩვენ გთავაზობთ
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების ᲨემთხვევაᲨი გამოაგზავნეთ სივი მეილზე: anat.amoroso@gmail.com
აუცილებელია თანდართული ჰქონდეს თქვენი ფოტოც.
|
|
|
|