Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647820&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გუნდში ოფისის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** შეხვედრების ორგანიზება, საკონფერენციო ოთახების გამზადება და სტუმრების გამასპინძლება;
** შეხვედრებზე დასწრება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** სხვადასხვა დეპარტამენტების რეპორტების შეგროვება და გენერალურ დირექტორთან წარდგენა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციულ და კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** ბიზნეს პროცესების შემუშავება და პროცედურების დამტკიცება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა და დაარქივება;
** შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და განაწილება;
** ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
** რეგიონულ წარმომადგენლობასთან, "ტოიოტა კავკასიასთან" კომუნიკაცია და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;
** დოკუმენტების თარგმნის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების გაგზავნის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების დაზღვევის უზრუნველყოფა და ვადების კონტროლი;
** სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** თანხის გადარიცხვისთვის საჭირო ოპერაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება;
** გენერალური დირექტორის ასისტირება სხვადასხვა საკითხებში;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აკადემიურად წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ადმინისტრაციული მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან მომიჯნავე სფეროს განხრით;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1849

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია