დასახელება:
ფსიქოთერაპევტი
|
მომწოდებელი:
კარპე დიემ
|
გამოქვეყნდა: 05 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
"კარპე დიემ" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოთერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, შანხაის დასახლება, მარიკა ბარათაშვილის ჩიხი 4ა
სამუშაო დატვირთვა: შეთანხმების საფუძველზე
ანაზღაურება: ნამუშევარი საათების და კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ფსიქიატრიის მიმართულებით;
** ლიცენზია რომელიმე ფსიქოთერაპიულ მიდგომაში ან ჩართულობა შესაბამის სალიცენზიო პროგრამაში (პირადი სუპერვიზორის ქვეშ მუშაობის შესაძლებლობით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფსიქოთერაპიის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** თერაპიული სესიების (1 საათის ხანგრძლივობით) ჩატარება ბავშვებთან და/ან მათ მშობლებთან;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესით და სპეციალური ფორმების გამოყენებით;
** სამუშაო გარემოსა და რესურსების ორგანიზება სესიის ჩასატარებლად;
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ინტერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა - წარმოდგენილი კანდიდატურების წინასწარი განხილვა და შეფასება.
** გასაუბრება - შერჩეულ კანდიდატებთან პირისპირ ან ონლაინ შეხვედრა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე carpediem63@gmail.com. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო.
|
|
|
|