Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647798&print=yes&view=jobs
 
მასაჟისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამაჯანსაღებელი SPA ცენტრი "პალესტრა" -ს მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს მომხმარებლებისათვის სხვადასხვა სახის სპა სერვისების (სხეულის პროცედურები, მასაჟები, სახის მოვლა) მიწოდება და მომსახურების გაწევა;
** საჭიროებისამებრ მომხმარებლებს გაუწიოს კონსულტაცია SPA ცენტრის მენიუს პროდუქტების და მომსახურებების შესახებ, შესთავაზოს შესაბამისი პროცედურების ჩატარება;
** განახორციელოს ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს ინვენტარისა და პროდუქციის მოვლა;
** უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის დაცვა, პროცედურების დროული ჩატარება და დროული მომსახურების გაწევა;
** სამუშაო საათების განმავლობაში უზრუნველყოს SPA მომსახურების სეგმენტში საჭირო ინვენტარის დროული მიწოდება;
** დაიცვას სისუფთავე და სანიტარული ნორმები, გააკონტროლოს სამასაჟო სივრცის სისუფთავე, დასაბანი და სხვა საშუალებების შევსება.

მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული სერტიფიკატი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა;
** უცხო ენა: ინგლისური;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია