დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
|
გამოქვეყნდა: 05 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
** მთავარი მზარეულისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
** აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
** მუდმივი ტრენინგი, დისციპლინა და განვითარება.
საჭირო უნარები:
** სამზარეულოში სწრაფად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მოთხოვნები:
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
** სასტუმროს ბუფეტის ტიპის საუზმის მომზადების გამოცდილება
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|