Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუმენი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
განათებების მაღაზია "ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განათების შოურუმში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის #116.

"ლუმენი" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე წლებია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი და ფლობს 3 ფილიალს თბილისში.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა
** მომხმარებელთან აქტიური და ეფექტური მომსახურება
** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა
** იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე
** სისუფთავის დაცვა
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა

ჩვენთან გელოდებათ:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემო
** სტაჟირების პერიოდი 1 თვე ანაზღაურებადი 800ლ
** ფიქსირებული ხელფასი 1000ლ+ბონუსი
** სამუშაო დღეები კვირაში 5 დღე

საკონტაქტო ელფოსტა: lumengeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე