Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647709&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ორიგინალი ჯგუფი" - ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
გრაფიკი: სრული

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის სრული ციკლის მართვა, ვაკანსიის აღწერის შემუშავება, შერჩევის მეთოდის განსაზღვრა, ვაკანსიის გავრცელება და აპლიკანტების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენება;
** აპლიკანტთა ბაზების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა, შერჩევის პროცესის ანალიზი და რეგულარული რეპორტების მომზადება;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/ მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მეილზე hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია