დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
elplus.ge
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10-18 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) გამოსაცდელ ვადაში, ზრდის პერსპექტივით
ფუნქცია მოვალეობები:
** ადმინისტრაციული საქმის შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს დეპარტამენტისა და ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას;
** წერილების მომზადება, მიღება და გაგზავნა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ინფორმაციის აღრიცხვა/შენახვა;
** გუნდის დახმარება ადმინისტრაციული აქტივობებისა და პროცესების წარმართვაში;
** უშალო ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი, ზეპირი).
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|